თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინაში გადაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომლებიც "საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული", დროებით გმირთა მოედანზე გადაიტანეს.
"ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ."- წერია განცხადებაში.
მერიის თქმით, ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, "ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება."